ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, დავით იაკობაშვილი და უჩა მამაცაშვილი საქართველოს ტერიტორიას რუსული სანქცირებული ტვირთების ტრანზიტისთვის იყენებენ და ამის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულებაც არსებობს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქნციები და წარდგენილი მტკიცებულებები, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ უკვე გაიზიარა, წინაპირობაა იმისა, რომ სანქციები დასავლეთისგანაც მოსალოდნელია.
“აი ამ ადამიანების დახმარებით, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი იქცა შავ ხვრელად და გასაღების ბაზრად, რუსული სანქცირებული პროდუქციისთვის. ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტი, რომელიც არის საჯარო, რომლითაც დადასტურდა, რომ საქართველოში შემოდის რუსული სანქცირებული სახელმწიფო კომპანიის, “როსნეფტის” პროდუქცია და ბატონი დავით იაკობაშვილი, რომელიც არის “პეტროკასის” მფლობელი, რომელიც დღეს უკვე არის უკრაინა მხრიდან სანქცირებული, მათ შორის სანქცირებულია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები” – ამბობს ლაშა ფარულავა.

