ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუსეთი მიზნად ისახავს მეზობლების დაშინებას და ძირს უთხრის ევროპის სტაბილურობას”

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთის პოლიტიკა მეზობლების დაშინების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას პრობლემების დასაძლევად რუსეთთან დიალოგი სჭირდება.

„რუსეთი ჩვენი ყველაზე დიდი მეზობელი და საერთაშორისო მოთამაშეა და ჩვენ ვნახეთ უფრო შემტევი რუსეთი. რუსეთი, რომელიც ევროპული უსაფრთხოების წესრიგის დესტაბილიზაციას ახდენს. ნატო არ ეძებს კონფრონტაციას, არ გვჭირდება ახალი ცივი ომი, მაგრამ ჩვენი პასუხი უნდა იყოს მტკიცე. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ ჩაკეტილ წრეში? მჯერა, რომ პასუხია მეტი თავდაცვა და მეტი დიალოგი. რუსეთის რიტორიკა, ქმედებები და მისი ბირთვული ძალების გამოცდები მიზნად ისახავს მეზობლების დაშინებას და ძირს უთხრის ევროპის სტაბილურობასა და ურთიერთნდობას. ნატო–რუსეთის საბჭო მნიშვნელოვანი ფორუმია დიალოგისთვის. დიალოგი მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების მოსაგვარებლად, სადაც ჩვენი აზრთა სხვაობა საკმაოდ სიღრმისეულია და ასეთია, მაგალითად, უკრაინა. ჩვენი პრინციპი ძალიან მკაფიოა. საზღვრები არ უნდა დაირღვეს. სუვერენულ ერებს აქვთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი კურსი. ეს პრინციპები ფუნდამენტურია ევროპული უსაფრთხოებისთვის. არ არსებობს არჩევანი თავდაცვასა და დიალოგს შორის. ხანგრძლივი სტაბილურობისთვის ჩვენ ერთდროულად ორივე გვჭირდება,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....