ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს ყველაფერი ჩვენი და უკრაინის სირცხვილია – ელისაშვილი

ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა, ეს არასოდეს მოხდება, თუმცა ცუდი განცხადებები კეთდება – ასეთი განცხადებები დამაზიანებელია,- ასე აფასებს „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომ „უახლოეს მომავალში, საქართველოს „შველაზე“ უნდა გადაერთონ’.

ელისაშვილის თქმით, განცხადებები, რომელიც კეთდება საბავშვო ბაღს აგონებს და ეს, როგორც საქართველოს ის უკრიანის სირცხვილია.

„ორკვირიანი დუმილის რეჟიმი უნდა დავიცვათ, შემდეგ დაიწყოს ერთმანეთისკენ ნაბიჯების გადადგმა. ეს ყველაფერი მაგონებს საბავშვო ბაღში ბავშვები რომ იჩხუბებენ, სიტყვას რომ არ არჩენენ ერთმანეთს და ვიღაცას უნდა ბოლო სიტყვა თქვას. ეს ყველაფერი ჩვენი და უკრაინის სირცხვილია. არესტოვიჩიც, პოდოლიაკიც და კობახიძეც უნდა გაჩუმდნენ, ორი კვირა მაინც და შემდეგ დაიწყონ ნორმალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ერთ-ერთ “იუთუბ” არხზე გამართულ დისკუსიაში აცხადებს, რომ “უახლოეს მომავალში, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი უნდა გადაერთონ საქართველოს “შველაზე”.

„ჩვენ მოგვიწევს იქ ძალის პროეცირება, მოგვიწევს ქართველების დახსნა, მოგვიწევს სომხების შველა, მოლდოვას შველა, ყველას შველა. ეს კარგი ამბავია. ჩვენ გვყავს მილიონამდე ნაბრძოლი ადამიანი, რომელთაც პოსტ-საბჭოთა სივრცეში საქმე გამოუჩნდება უახლოეს მომავალში,”- განაცხადა “რუსთავი 2-ის ცნობით, არესტოვიჩმა.

იტვირთბა....