პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბერაიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი არაადეკვატური პიროვნებაა და მოკლებულია მოვლენების საღი შეფასების უნარს. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მსგავსი განცხადება შემაშფოთებელია:
“არესტოვიჩი აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტია, რომლის განცხადებებიც მოკლებულია საღ აზრსა და შინაარს. ის აბსოლუტურად არაადეკვატური პიროვნებაა, შესაბამისად, მისი რიტორიკა ყოველგვარი ლოგიკური აზროვნების ჩარჩოს მითმა დგას. შემიძლია უფრო მძიმე სიტყვებითაც ვთქვა, თუმცა… არსეტოვიჩი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელია და როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის აქ პრობლემატური”,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
შეგახსენებთ, არესტოვიჩმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინას საქართველოს შველა მოუწევს, რადგან ქვეყნის პრორუსული ხელისუფლება ყველაფერს ანადგურებს, რაც სააკაშვილმა შექმნა.