ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

მორიგი სარაკეტო იერიში ზაპოროჟიეზე – განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურული ობიექტები

რუსებმა უკრაინის ქალაქი ზაპოროჟიე კიდევ ერთხელ დაბომბეს. ოკუპანტებმა იერიში S-300 რაკეტებით განახორციელეს – ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი იუწყება.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ მაღალსართულიან კორპუსში გაზის სისტემა დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და კედელი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.

გარდა საცხოვრებელი კორპუსებისა, განადგურებულია ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონში მდებარე სკოლა:

„დაზიანებულია სკოლის სახურავი და ჩამსხვრეულია მინები. დარტყმები ასევე დაფიქსირდა ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და ღია ტერიტორიებზე“, – აღნიშნა სტარუხმა.

იტვირთბა....