ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინაში 12 დღის ჩასული იყო, მობილიზაციის შემდეგ მალევე გაგზავნეს ფრონტზე – 23 წლის რუსი სამხედრო სპეცოპერაციის დროს მოკლეს

უკრაინაში 12 დღის ჩასული რუსი სამხედრო, მობილიზაციის შემდეგ მალევე გაგზავნეს ფრონტზე, უკრაინელმა ჯარისკაცებმა კი 23 წლის რუსი სამხედრო სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

როგორც რუსეთის ფედერაციაში აღნიშნეს, 23 წლის სიდოროვი 4 ოქტომბერს უკრაინის ტერიტორიაზე „სპეცოპერაციის“ დროს სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

სიდოროვი დაიბადა ზაიგრაევსკის რაიონის სოფელ ილკაში, გაიზარდა მრავალშვილიან ოჯახში და მუშაობდა სამხედრო-პატრიოტული კლუბ „მედესანტეში“. სკოლის დამთავრების შემდეგ ის გახდა ავტომექანიკოსი.

22 სექტემბერს იგი გამოიძახეს მობილიზაციის ფარგლებში და დაინიშნა 36-ე ცალკეული  მოტორიზებული ბრიგადის მძღოლად. მომხდარის სხვა დეტალები და სიდოროვის გარდაცვალების ადგილი უცნობია.

იტვირთბა....