მიუნხენში ქართული დელეგაცია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, შევხდა.
მან 45-წუთიანი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართულ დელეგაციას სამოქმედო გეგმა გააცნო. მისივე თქმით, საგამოძიებო ჯგუფი საქართველოში აპირებს ჩამოსვლას. ფატუ ბენსუდას გაბნმარტებით, მათ რუსულ მხარესაც შესთავაზე კომუნიაკაცია, თუმცა ამ დორმდე მათგან პასუხი არ მიუღიათ.
„ძალიან დროული შეხვედრა იყო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მივიღეთ დასტური, გამოძიების ჩატარების შესახებ. შეხვედრაზე გავაცანი ჩვენი სამუშოა გეგმა და მივიღე სრული მხარდაჭერა საგამოძიებო პროცესში. ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა რუსულ დელეგაციასაც, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია. თუ იქნება დასტური და დრო, ჩვენ გევქნება შეხვედრა. რაც შეეხება ჩვენს გეგმას, გამოძიების ფარგლებში ჩვენი გუნდი ჩავა რეგიონში გამოძიების ჩასატარებლად,“ – აცხადებს ფატუ ბენსუდა.
იტვირთბა....