ახალი ამბები მთავარი სამართალი

წყალტუბოში რძლის დაჭრაში ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

რძლის დაჭრაში ბრალდებულ კაცს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შუახნის მამაკაცმა რძალი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში ცივი იარაღით 18 ოქტომბერს დაჭრა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ქმრის საფლავზე იმყოფებოდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს

იტვირთბა....