ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ასკანის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს თბილისის მერია დაეხმარება

თბილისის ძველ უბანში, ასკანის მე-2 შესახვევის #5-ში, წუხელ ხანძარის შედეგად დაზარალებულებს დახმარებას თბილისის მერია გაუწევს.
“გამგეობის ძალისხმევით, ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი ოჯახი დროებით სასტუმროში განთავსდა. დაზარალებულებს დახმარებას თბილისის მერია გაუწევს”- ნათქვამია მერიის განცხადებაში.
თბილისის ძველ უბანში, ასკანის მე-2 შესახვევის #5-ში, წუხელ ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად სამსართულიანი სახლის 120 კვ.მ. ფართობი დაიწვა. მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე და ადგილობრივი მცხოვრები.

იტვირთბა....