ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინაში საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომობილი ნაღმზე აფეთქდა

ხარკოვის ოლქში ავტომობილი, რომელშიც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა, – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი იუწყება.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი – დაშავდა.

„იზიუმის რაიონში, ავტომობილი, რომელშიც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები ისხდნენ, ნაღმზე აფეთქდა. სამწუხაროდ, 2 ადამიანი დაიღუპა, 4 – დაშავდა”, – განაცხადა სინეგიბოვმა.

 

იტვირთბა....