ამ წუთებში ხმაურია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად დღეს დაგეგმილ არჩევნებს აპროტესტებენ. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ უნივერსიტეტი “კლანის” მიერ იმართება და ჯაბა სამუშიას რექტორად დანიშვნა არალეგიტიმურია.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, რექტორის არჩევის წესი შეიცვალოს. ასევე, მათ სურთ, რომ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი აშენდეს მათთვის საბინაო სუბსიდირება მოხდეს.
სტუდენტთა განცხადებით, ჯაბა სამუშია წინასწარ იყო რექტორის თანამდებობაზე შერჩეული კანდიდატი და უნივერსიტეტში არჩევნები ფორმალურად არის დანიშნული.