მალიში ტერორისტთა თავდასხმის შედეგად გაერო-ს 6 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. დაღუპულები გვინეის მოქალაქეები არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კიდალში მოხდა. ტერორისტმა მებრძოლებმა მშვიდობისმყოფელთა ბაზასთან ჯერ დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს, შემდეგ კი ბაზის ტერიტორია დაცხრილეს.
პასუხისმგებლობა თავდასხმისთვის ალ-ყაიდას ფილიალმა, დაჯგუფება ანსარ ად-დინმა აიღო.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა თავდასხმას “სამხედრო დანაშაული” უწოდა. როგორც მან განაცხადა, “გაერო ისლამისტებთან ბრძოლაში მალის მთავრობის დახმარებაზე უარს არ იტყვის”.