დღეს შუადღისას კიევში ძლიერი აფეთქება მოხდა. მასშტაბური საჰაერო განგაში უკვე ორი საათია გრძელდება. საჰაერო თავდაცვამ რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო დედაქალაქის თავზე.
ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
“საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო რამდენიმე რუსული რაკეტა კიევის თავზე. დარჩით თავშესაფარში!”, – თქვა მან.
კიევის რეგიონში საჰაერო თავდასხმები გრძელდება. კიევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულებამ მოქალაქეებს მოუწოდა, იგნორირება არ მოახდინონ და თავშესაფრებში დარჩნენ.