თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პოლიტიკოსებისგან მიუღებელია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის სათავისოდ გამოყენება.
მისი განმარტებით, ოპოზიცია თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრებოდა, რადგან სხდომა ფაქტობრივად, არ ჩატარებულა.
„მთავრობის სხდომა ფაქტობრივად არ ჩატარებულა, არცერთი საკითხი არ განხილულა, ეს იყო მერის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ოპოზიციაც ვერაფერს დაესწრებოდა. რა პასუხი უნდა გავცე ოპოზიციას, როდესაც ისინი მერის გადადგომას ითხოვენ. ჩემთვის მიუღებელია და უკვე სირცხვილია, როდესაც პოლიტიკოსები ასეთი ტრაგედიის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. ამ პრაქტიკას სამწუხაროდ, უკანასკნელი წლები ძალიან ხშირად ვხვდებით. ეს არის ჩემთვის ამაზრზენი და ამის თაობაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ მინდა“,- განაცხადა ხმალაძემ.

