ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის იერიშები უკრაინის კრიტიკულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე “ომის დანაშაულს” წარმოადგენს.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა თავდასხმებს “სუფთა ტერორისტული აქტი” უწოდა, რომელიც “ახალი თავია უკვე ძალიან სასტიკ ომში”.
„სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გამიზნული თავდასხმა, რომლის მიზანია ზამთრის დადგომისას, მამაკაცების, ქალების, ბავშვების წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვება. ეს არის სუფთა ტერორისტული აქტი და ჩვენ ამას ასე უნდა ვუწოდოთ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

