საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო. დღეს საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვა უნდა მომხდარიყო, თუმცა სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებულ მდგომარეობას წარდგენილი ოქმი და კლინიკა “ვივამედიდან” წარმოდგენილი სამედიცინო ბარათიც დაერთო, რის გამოც ბრალდებული პრეზიდენტი სხდომას ვერ დაესწრებოდა, ამიტომ პროცესის გადადება გახდა საჭირო.
სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა სხდომის ერთი თვით გადადება მოითხოვეს, ვინაიდან უახლოეს დღეებში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გამოსწორდება.
უფლებადამცველების თქმით, ისინი ექსპერტიზის დასკვნასაც ელოდებიან. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომა 26 ოქტომბერს, 12:00 საათზე დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გასული წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. აღნიშნული პირები ბრალს აღიარებენ.