ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ცალმხრივი მეგობრობა გრძელდება” – წულუკიანი ადეიშვილის გამოჩენაზე

“ცალმხრივი მეგობრობა გრძელდება” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნება” ზურაბ ადეიშვილის ევროპის საბჭოში გამოჩენას.

“რამდენი წელია ვუყურებთ ერთი და იმავე უკრაინული სახელმწიფოსგან, რომლისთვისაც არაერთი სასიკეთო ნაბიჯი გადაგვიდგამს, საპასუხოდ კი ვიღებთ იმას, რომ სუვერენიტეტის მიმართ ვხედავთ შეურაცხმყოფელ ნაბიჯებს. ადეიშვილი, რომელიც ბრალდებულია არაერთ საკითხში, ამის ფონზე უკრაინის სახელმწიფო მაღალი დონის სტრუქტურები არ ერიდებიან მასთან თანამშრომლობას. დრომ გვაჩვენა, რომ შეიძლება უკრაინას შეაფარო თავი და იყო ძებნილი, მაგრამ ერთ დღეს მოგიწიოს საქართველოში კონტეინერით ჩუმად შემოპარვა და მერე ციხეში მოხვედრა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ისე, როგორც დღემდე ვაკეთებდით,”- აცხადებს თეა წულუკიანი.

იტვირთბა....