ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეს საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხებაა – ბუაძე შადრევანში დაშავებული ბავშვისა და კალაძის შეხვედრაზე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,, ლელოს” თავმჯდომარის, საბა ბუაძის, განცხადებით, იაფფასიანი პოლიტიკური კულტურის მანიშნებელია ის ფაქტი, როცა კალაძე პოსტტრამვული შოკში მყოფ მოზარდთან შეხვედრით დივიდენდების დაწერას ცდილობდა.

“დღეს ხელისუფლება ამბობს, რომ თურმე ამ ლეგიტიმური კითხვების დასმით ოპოზიცია ქულების დაწერას ცდილობს. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ პოსტტრამვული შოკის მქონე ბავშვს კალაძე ხვდება და ცდილობს, რომ ამისგან რაღაც პოლიტიკური დივიდენდი გამოწუროს.

ეს არის საზოგადოებისთვის სულში ჩაფურთხება, ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და დაბალი პოლიტიკური კულტურის გამამჟღავნებელი საქციელი – ამბობს საბა ბუაძე.

იტვირთბა....