ახალი ამბები მთავარი სამართალი

20 წლის ბიჭის მკვლელობა ბათუმში – ვინ არის ეჭვმიტანილი, რომელიც სასტიკი დანაშაულისთვის დააკავეს

გუშინ ღამით მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად თურქეთის მოქალაქე – 20 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

შემთხვევის დროს დაშავდა კიდევ ორი პირი, რომლებმაც დაზიანებები შუშის დამსხვრევის შედეგად მიიღეს.

როგორც ირკვევა, პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. ის ასევე თურქეთის მოქალაქეა. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავბშირდება დაპირისპირება, რომელსაც მსხვერპლი მოყვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით დაიწყო, იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარება.

იტვირთბა....