ახალი ამბები მთავარი სამართალი

შვილის გარდაცვალებას მას აბრალებს – რძლის დაჭრაში ბრალდებული მამამთილის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება

წყალტუბოში მომხდარ საზარელ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა – კერძოდ, მამამთილმა რძალი იმ დროს დაჭრა, როდესაც ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა.

მამაკაცი ქალს თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

დაშავებულის მეგობრის თქმით, მამამთილი რძალს შვილის გარდაცვალებაში ადანაშაულებს:

“კაცი შვილის გარდაცვალებას რძალს აბრალებს. ჩემი მეგობარი არაფერ შუაშია. იმ ბიჭს მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა და დაიღუპა. ერთი ჭრილობა, რომ მიაყენა კიდევ იწევდა და რამდენჯერმე გაიწია ამ გოგოსკენ“ – აცხადებს დაჭრილის მეგობარი.

ირკვევა, რომ რძალზე მამათილი ფიზიკურად სისტემატიურად ძალადობდა. მის წინააღმდეგ პოლიციას შემაკავებელი ორდენიც ჰქონდა გამოწერილი.

“ჩემი ინფორმაციით, მასთან ნასვამ მდგომარეობაში მამამთილი მივიდა. კაცი რძალს ეუბნებოდა, სასაფლაოდან გასულიყო და დალაპარაკებოდა, რასაც ქალი არ დათანხმდა, რა დროსაც დაკავებულმა ჯიბიდან სწრაფად ამოიღო საკმაოდ დიდი მოცულობის დანა, რომლითაც დაზიაებები გულმკერდის, თავისა და ზურგის არეში დაზიანებები მიაყენა.

2022 წლის 29 აგვისტოს წყალტუბოს რაიონის სამართველოს, გეგუთის პოლიციამ აღნიშნლი პირის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი“ – ამბობს ადვოკატი, ლევან ჭელიძე.

იტვირთბა....