თბილისის მერიასთან ხმაურია. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში შესვლას ცდილობდნენ, დაცვამ კი წინააღმდეგობა გაუწია.
ენმ-სა და “ლელოს” დეპუტატების თქმით, მათ მერიაში შესვლისთვის ნებართვა არ სჭირდებათ, რადგან ამის უფლებას კანონი აძლევს. მათი განცხადებით, დაცვის წევრები უკანონო ბრძანებებს ასრულებენ.
ხელისუფლების ოპონენტებს კალაძესთან შეხვედრა და ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევაზე კითხვების დასმა სურთ.