ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა – ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4806 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.4736 ლარს შეადგენდა. ახლა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0070 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.8003 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7979 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.
იტვირთბა....