თბილისის მთავრობის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ვაკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
“გამოძიებასთან მთელი ჩვენი უწყება მჭიდროდ თანამშრომლობს, დაკავებულია 9 პირი მათ შორის მერიის თანამშრომელი. მე არ მაქვს უფელბა შევაფასო საგამოძიებო პროცესი. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა კანონი ვერ იქნება ვერც ზედმეტად ლმობიერი და ვერც ზედმეტად მკაცრის ვინმეს მიმართ. მზად ვარ თუ ჩემი მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება მზად ვარ პასუხი ვაგო.” – განაცხადა კალაძემ.

