საზოგადოება

ტასო ბარნოვა ქმარს გაშორდა – რატომ თვლის ის, რომ ახლა ბედნიერია

მსახიობი თათია სამხარაძე, რომელსაც საზოგადოება “ტასო ბარნოვას” სახელით იცნობს, ქმარს გაშორდა. ამის შესახებ თათიამ ჟურნალ “სარკესთან” ისაუბრა:

“ნოემბერში ქმარს გავშორდი, მაგრამ ერთმანეთის გულშემატკივრებად ვრჩებით, ყოფილ მეუღლესთან მეგობრობის არ მჯერა. თუ ნორმალურ ურთიერთობას და ერთმანეთთან მისალმებას ეძახიან მეგობრობას, მაშინ ჩვენც მეგობრები გამოვდივართ. თუმცა, მეგობრობა ერთმანეთის კომპანიით სიამოვნება მგონია. თუკი ოჯახი ინგრევა ე.ი. მათ ერთად დროის გატარება აღარ უნდათ.

ყველაზე მეტად ჩემი სამსახური, მეგობრები და ოჯახის წევრები დამეხმარნენ მდგომარეობიდან გამოსვლაში. ძალიან ცუდად ვიყავი, 3 კვირა ვიწექი და საკუთარ თავში ძალას ვერ ვპოულობდი, რომ მუშაობა გამეგრძელებინა, ან უბრალოდ გარეთ გამოვსულიყავი, მაგრამ ყველაფერმა გაიარა, ვიპოვე ძალა, ავმდგარიყავი.

სამსახურში მაქსიმალურად დატვირთული ვიყავი და ფიქრისთვის საერთოდ არ მრჩებოდა დრო. ფანტასტიკური მეგობრები მყავს, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ.

დედას და მამას დავუბრუნდი და ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ჩემი გასაკეთებელი არაფერია. დედა მივლის, მხვდება გემრიელი სადილი, დალაგებული სახლი, კომუნალური გადასახადები – გადახდილი, არაფერი მადარდებს, კარგი ყოფილა სახლში დაბრუნება.”- ამბობს ტასო ბარნოვა.

იტვირთბა....