ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

„ფსიქოლოგიურ ტერორს ანიჭებენ უპირატესობას“ – ISW-ის ანალიტიკოსები ოკუპანტებზე

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ მიმოხილვაში ორშაბათს კიევში მომხდარ თავდასხმებს განიხილავს.

„მოწინააღმდეგეები უკრაინის სახელმწიფოში ფსიქოლოგიურ ტერორს ანიჭებენ უპირატესობას“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამერიკელი სამხედრო ანალიტიკოსის ბრეტ ფრიდმანის აზრით, უკრაინის დედაქალაქზე „კამიკაძე-დრონებით“ დარტყმა შეიძლება შევადაროთ 15 საარტილერიო ჭურვის გასროლას.

ანალიტიკოსები წერენ, რომ 17 ოქტომბერს დრონებით განხორციელებული თავდასხმა კიევის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურებზე რუსეთის ფართო სტრატეგიაა, რომლითაც კრემლი უპირატესობას ანიჭებს უკრაინაზე ფსიქოლოგიურ ტერორს, ვიდრე ბრძოლის ველზე ხელშესახები ეფექტის მიღწევას.

იტვირთბა....