უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექს არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ირანული დრონი-კამიკაძეები ამ დროისთვის უკრაინისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა.
ის ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინაზე კამიკაძე-დრონებით მასობრივი შეტევები, შესაძლოა, 2-3 თვის განმავლობაში გააგრძელოს.
“მათ იპოვეს ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაღები, რომელიც გვაიძულებს, გავისროლოთ რაკეტების მთელი მარაგი დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში”, – ამბობს არესტოვიჩი.
“რუსეთში გაგზავნილი ირანული უპილოტო კამიკაძე-დრონების პირველი პარტია 300 საფრენ აპარატს შეადგენდა, მეორე პარტია ბევრად, გაცილებით მეტია. საერთო ჯამში, საუბარია 2400 უპილოტო საფრენ აპარატზე. ამგვარი ტემპებით, 1 თვის განმავლობაში შესაძლოა დღეში 100 საჰაერო რეიდი განხორციელდეს”.
წყარო:alphanews.ge

