რუსული არმია უკრაინის ბრძოლის ველზე აგვისტოდან მარცხდება. მოსკოვში გადაწყვიტეს თავდასხმა სამოქალაქო ობიექტებზე, – ამის შესახებ RBC-Ukraine ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 10 ოქტომბრიდან რუსეთმა შეინარჩუნა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე შორ მანძილზე დარტყმების გაზრდილი მაჩვენებელი. ისინი განხორციელდა საკრუიზო რაკეტებით, მიწისზედა საზენიტო რაკეტებით და შაჰედ-136-ით, რომელიც ირანის მიერ იყო მოწოდებული.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რადგან რუსეთს აგვისტოს შემდეგ საბრძოლო ველზე წარუმატებლობა განიცადა, ახლა მზად არიან უკრაინის სამხედრო ობიექტების გარდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყან.