ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მორიგი ტრაგედიის შიშით შადრევნები ქუთაისშიც გამოირთო

მორიგი ტრაგედიის შიშით, ქუთაისში უკვე ხუთი დღეა შადრევნები გამორთულია.

სწორედ იმ დღიდან, როცა თბილისში, ვაკის პარკში, შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩასულ მოზარდებს დენმა დაატყა და ერთი მათგანი გარდაიცვალა, ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული ხუთივე შადრევანი გამორთეს. ოპოზიცია შადრევნების გამორთვას არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოებს უკავშირებს.

,,იმ მძიმე და საშინელი ფაქტის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, შადრევნები გამოერთოთ. ცხადია, არ არიან დარწმუნებულები, რომ შადრევნები უსაფრთხოა. გამორთულია ცენტრალურ მოედანზე არსებული შადრევანიც, რომელსაც რეკონსტრუქცია ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. ისინი არა სამუშაოების ხარისხზე, არამედ მეტი ფულის შოვნაზე არიან ორიენტირებულნი,’’ – განაცხადა რადიო “ძველი ქალაქის” ცნობით, ქუთაისის საკრებულოს წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობიდან’’ გიორგი კილაძემ .

მედიის ცნობით, ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შადრევნების გამორთვა თბილისში დატრიალებულ ტრაგედიასთან კავშირში არაა. მერის მოადგილის იუზა უგულავას მტკიცებით, შადრევნების გამორთვის მიზეზიც მათი გაწმენდა გახდა. მისი თქმით, ხუთივე შადრევანი დღეს ჩაირთვება.

იტვირთბა....