ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რისკები არსებობს – მანჯგალაძე რუსების შემოსვლაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკები არსებობს.

მისი განმარტებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარი დროებით მაინც უნდა დაიკეტოს:

„არსებობს ევროპული პრაქტიკა, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი” ამის შესახებ ვსაუბრობდით, ბევრ ქვეყანაში სპეციალური აკრძალვებიც დაუწესეს რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოსთვისაც რუსეთი არ არის ჩვეულებრივი მეზობელი, ეს არის ოკუპანტი, მტერი, საქართველოში რუსეთის მოქალაქე უკვე 10%-ზე მეტია. ამიტომ, ვფიქრობთ, არა მარტო უნდა შევცვალოთ მიდგომა, არამედ „სტრატეგია აღმაშენებელი” ვემხრობით, რომ საერთოდ ჩავკეტოთ გარკვეული პერიოდით საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, გამონაკლისი იყოს კონვენციით გათვალისწინებული შემთხვევა, თუ თავშესაფარს ითხოვს ადამიანი, თუ მოქალაქეს ქართული წარმოშობა აქვს და თუ საქართველოში ახლო ნათესავი ჰყავს, სხვა შემთხვევაში, ასეთ კრიზისულ პერიოდში რისკები დიდია. საუბარია არა ტურისტებზე, არამედ დეზერტირებზე, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქვთ და საქართველოში არიან. ამიტომ, უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკი არსებობს და ამას ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება სჭირდება”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

იტვირთბა....