ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება, პოლიტიკური მოროდიორიზმია – სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, „ლელოს“ მოთხოვნა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ და ამის ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება, პოლიტიკური მოროდიორიზმია და სხვა არაფერი.

სარჯველაძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა სწორი მექანიზმი არ არის ამ მიმართულებით სამუშაოდ.

“ტრაგედიის რომელიმე საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირება პოლიტიკური მოროდიორიზმია და სხვა არაფერი. მე ასე არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის რომელიმე რეკომენდაცია კონკრეტული დაწესებულების შექმნას გვავალდებულებს. მგონია, რომ ცოტა უფრო სხვა ინსტრუმენტებით ამ მიმართულებებზე მუშაობა და არ მგონია, რომ უწყების შექმნა ერთადერთი, სწორი და რელევანტური მექანიზმია ანტიკორუფციული მიმართულებით სამუშაოდ“. – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იტვირთბა....