ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყველა ტრაგედიაზე შოუს დგამენ, რათა ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცეთ – ზარქუა ოპოზიციაზე

ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას განცხადებით, თბილისის მერმა კახი კალაძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს. მისი განმარტებით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და წინასწარი ბრალდებები უადგილოა. როგორც ზარქუამ თქვა, ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია სათავისოდ გამოიყენოს:

“არა არ უნდა აიღოს. არის კონკრეტული საგამოძიებო ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დაველოდებით, გამოიკვეთება კონკრეტულად ბრალდებები, კონკრეტულ ფაქტზე. ამის შესაბამისად კომენტარი და შესაბამისი მოთხოვნები იყოს, წინასწარ რომ აკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი ამოცანაა, შოუ დადგან. ყველა ტრაგედიაზე ჰგონიათ, რომ ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ”, – თქვა ზარქუამ.

იტვირთბა....