ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

უკრაინის კონფლიქტში NATO-ს ჩართულობა სხვა ძალების მობილიზებას გვაიძულებს – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სამხედრო ალიანსი უკრაინის კონფლიქტში არალეგიტიმურად ჩაერთო, თუმცა ეს რუსეთის მიზნებზე ზეგავლენას არ მოახდენს. მისი თქმით, ოპერაცია გრძელდება და ამას ბოლომდე მიიყვანენ:

„NATO არალეგიტიმურად ჩაერთო უკრაინის კონფლიქტში, თუმცა ეს არანაირად არ მოქმედებს ჩვენს მიზნებზე. ოპერაცია გაგრძელდება და მას ბოლომდე მივიყვანთ. როგორც ჩანს, ეს გვაიძულებს ჩვენი ეკონომიკური და სხვა ძალების მობილიზებას. კიევის რეჟიმი ერთია, NATO-ს პოტენციალი კი სხვა. ეს ნიშნავს დამატებით ტვირთს, თუმცა, ჩვენი პოტენციალი გვაძლევს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ოპერაცია ამ სიტუაციაში“ – განაცხადა პესკოვმა.

იტვირთბა....