ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ლაშა კილაბერიას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა თანაგუნდელები ადასტურებენ ფაქტს, რომ კილაბერია ფრაქციის თავმჯდომარე აღარ არის და მან ქვეყანა დატოვა, თუმცა პარტია არ დაუტოვებია.
ლაშა კილაბერია თითქმის 2 კვირაა ქვეყანაში არ იმყოფება, გავრცელებული ინფორმაციით, ის ამერიკაში ემიგრაციაში წავიდა.

