როგორც “ნოდარ მელაძის შაბათის” გადაცემიდან გახდა ცნობილი, მაღალი ძაბვის ტუმბო არა შადრევანში, არეამედ მიწაში უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს მერის მოადგილე ანდრია ბასილაია კონკრეტიკის გარეშე პასუხობს:
“მე გინდათ ამ კითხვაზე გიპასუხოთ? საიდან მოიტანეთ, რომ ტუმბო უნდა იყოს გარეთ? სისულელეა, სისულელე”- თქვა ანდრია ბასილაიამ.
გამოძიებამ ახლა უნდა დაადგინოს, საიდან გაჩნდა შადრევანში მაღალი ძაბვა. ფაქტია, რომ ის განათების ელექტროგაყვანილობიდან ვერ გადავიდოდა, რადგან ეს უკანასკნელი დღის საათებში გამორთულია.