სტამბულის ცენტრში ხუსთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. არის ვარაუდი, რომ მის ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილები. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„შენობა ისტიკლალის გამზირთან ახლოსაა, ძირითად საფეხმავლო სავაჭრო ადგილას“ – იუწყება ადგილობრივი მედია.
შენობაში განთავსებულია კაფეტერია, თუმცა უცნობია, ინციდენტის დროს, იმყოფებოდნენ თუ არა შიგნით ადამიანები.