“გრინ სერვის+”-ის დირექტორის ლაშა ფურცხვანიძე დღეს პოლიციის განყოფილებაში უკვე მესამედ იყო დაბარებული გამოსაკითხად. მან ვაკე-საბურთალოს პოლიცია ცოტა ხნის წინ დატოვა. ფურცხვანიძის განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანში ჩატარებული სამუშაოები და უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული იყო. ის არ გამორიცხავს, რომ დასაკითხად კიდევ დაიბარონ:
“შემოწმებული იყო ელექტროობა დაინსტალირების დროსაც და მერეც. მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება ეგ მე, სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს. სავარაუდოდ, კიდევ დამიბარებენ,” – აცხადებს ლაშა ფურცხვანიძე.
ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშიორებით პოლიციის განყოფილებაში უკვე 100-ზე მეტი პირი გამოიკითხა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.