ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მოსკოვში მოქალაქეებისთვის სამხედრო მობილიზაცია დასრულდა

სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვში მობილიზაცია სრულად განხორციელდა და დღეიდან გაწვევის პუნქტები დაიხურება

მოსკოვის მერის თქმით, ადრე გაცემული გაწვევის დოკუმენტები ძალას დაკარგავენ.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, „ნაწილობრივი მობილიზაცია“ 2022 წლის 21 სექტემბრიდან დაიწყო. 14 ოქტომბერს, პუტინმა განაცხადა, რომ ეს პროცესი ორ კვირაში დასრულდება, რადგან წინასწარ დაგეგმილი 300 ათასიდან უკვე მობილიზებულია 222 ათასი ადამიანი და მათგან 33 ათასი უკვე იმყოფება შესაბამის ქვედანაყოფებში.

იტვირთბა....