ტელეჟურნალისტი ვახო სანაია, აქვეყნებს ვიდეოს, სადაც დედაქალაქის მერი, ვაკის პარკის შადრევნის საიზოლაციო მასალის ნიმუშებს აღწერს.
სანაია წერს, რომ 2 წლის წინ აფრთხილებდნენ ადამიანებს, რომ იქ დენია და სახიფათოა, თუმცა 2 წლის თავზე იგივე ვითარება შენარჩუნდა.
“როგორც აღმოჩნდა, ეს ვიდეო 2 წლის წინაა გადაღებული.
შადრევანში ჩასულ ადამიანს უყვირიან და აფრთხილებენ, რომ იქ დენია და მისი სიცოცხლისთვის სახიფათოა.
რა გამომდინარეობა ამ ამბიდან :
1. ჯერ კიდევ 2 წლის წინ შადრევანი სიცოცხლოსთვის სახიფათო იყო.
2. არ ვიცით, ეს მდგომარეობა რამდენი ხანი გრძელდებოდა. ჩვენ ახლა მხოლოდ 2 წლის წინ გადაღებული ვიდეო გვაქვს. უფრო ადრე რა ვითარება იყო, უცნობია.
3. თუ ვიდეოში ჩაწერილმა ამ ხალხმა იცოდა 2 წლის წინ, რომ შადრევანი დენს არტყამდა, მერია რას აკეთებდა ამ დროს ?
4. რა გააკეთა ,,გრინსერვის +” ? რა გამოცვალა ? რისი რეაბილიტაცია ჩაატარა ? რა თანამედროვე სისტემა დაამონტაჟა ? თუ 2 წლის წინაც დენს არტყამდა შადრევანი, 2 წლის შემდეგად იგივე ვითარება რატომ შენარჩუნდა ? საერთოდ, რამე შეცვალა სისტემაში ?” – წერს ვახო სანაია.

