ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიუჯეტის ფულით მოწყობილი არდადეგები – გორის ვიცე-მერმა ხალხის ხარჯზე დაისვენა

ბიუჯეტის ფულით მოწყობილი არდადეგები – გორის ვიცე-მერმა ხალხის ხარჯზე დაისვენა.

ოპოზიციის განცხადების საფუძველზე, ამ საქმეზე, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს წარმოება ჰქონდა დაწყებული, თუმცა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, მერიის შიდა აუდიტის სამსახურს გადაცდომების მონიტორინგისა და შესწავლის უფლება-მოვალეობა ჩამოართვეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ნაცვლად იმისა, ვიცე-მერს პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო, მას ახალ ავტომობილს აძლევენ, რომელიც ავტოპარკისთვის შეიძინეს.

“იმის ნაცვლად, რომ დაესაჯათ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო, ის დააჯილდოვეს ახალი ავტომობილით, შესაბამისად, დამტკიცებული ახალი საწვავის ლიმიტით და იმის ნაცვლად, რომ მოვიდეს და კითხვებზე პასუხი გაგვცეს, მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახურს ართმევს თანამშრომლებისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრების ფუნქციას და ყველანაირად ცდილობს აარიდიოს კონკრეტული ჩინოვნიკი მისთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას,” – აცხადებენ ოპოზიციაში.

იტვირთბა....