ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მღვდელი ამბობს, რომ „Iphone +“-ის მენეჯერმა მოატყუა (ვიდეო)


.

ვაკის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის ღვმდელმსახური მღვდელი იოანე საბანისძე განმარტებებს იმ ვიდეოს შესახებ აკეთებს, სადაც ჩანს, თუ როგორ აკურთხებს ის „Iphone +“-ის მაღაზიას.
როგორც თვითონ ამბობს, ის ზემოთხსენებული რეპორტაჟის შესახებ გაფრთხილებული არ იყო და მხოლოდ თავის მოვალეობას ასრულებდა.
„ეს ბიჭი, გიორგი მაჭავარიანი მოვიდა კვირა დღეს, როდესაც წირვას მოვრჩით. მან მითხრა, რომ მაღაზიის კურთხევა უნდოდა და შევთანხმდით, იმ დღესვე ვუთხარი, რომ ახლავე წამოგყვებით-მეთქი, მაგრამ მან განაცხადა, რომ მეორე დღეს მოვიდოდა. არ მოვიდა და მესამე დღეს დამირეკა. დილით 11 საათზე წავედით პიქსელის შენობაში, სადაც ახალი მაღაზია იყო გახსნილი. როდესაც მივედი, იქ მომსახურე პერსონალი, გოგონები კარგად დამხვდნენ. მე ჩემი საქმიანობის კეთება დავიწყე. ამ პერიოდში მომესმა, რომ ერთი გოგონა განმარტავდა, რომ ის იყო მომხმარებელი და კომენტარს აკეთებდა. შემდეგ მივხვდი, რომ ეს დადგმული იყო“ – აღნიშნა მამა იოანა საბანისძემ.
როგორც მღვდელი ამბობს, ის გადაღებას ყოველთვის ერიდება და კამერის შესახებ გაფრთხილებული არ იყო. როდესაც მან კამერა დაინახა, იქ მომუშავე პირებმა უთხრეს, რომ სიმბოლურად უნდოდათ პირველი მაღაზიის კურთხევის კადრების დაფიქსირება და თავიანთ არქივში შენახვა.
საუბარია ბოლო დღეებში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელიც მაღაზია „Iphone +“-ის სახელით გავრცელდა და რომელშიც ასახულია, თუ როგორ აკურთხებს სასულიერო პირი მაღაზიასა და აიფონებს. ვიდეოში ნათქვამია, რომ მომხმარებელს ამიერიდან ნაკურთხი აიფონების ყიდვა შეეძლება.

იტვირთბა....