ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ არ ჰქონდა შადრევანს გამაფრთხილებელი აბრები – რას აცხადებს “გრინსერვის +”- ის დირექტორი

მკვლელი შადრევანი – პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს. “პირველების” ინფორმაციით, გამომძიებლები თბილისის მერისს თანამშრომლებს კითხავენ. დიდი ალბათობით, კითხვები რეაბილიტირებულ შადრევანს უკავშირდება.

ვაკის პარკის ტრაგედიიდან ხუთი დღე გავიდა მაგრამ გამოძიება ვერ ადგენს, ვის გამო დაიღუპა მარიტა მეფარიშვილი.

“გრინსერვის +”- ის დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე არ პასუხობს “ტვ პირველის” კითხვას – ჰქონდა თუ არა კომპანიას ადგილზე გამაფრთხილებელი აბრები.

ფურცხვანიძე ამბობს, რომ ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს. ამასთან მან არ უპასუხა კითხვას, შეაჩერა თუ არა კომპანიამ სხვა სამუშაოები მომხცდარი ტრაგედიის შედეგ.

13 ოქტომბერს შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. მომხდარს 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

წყარო: tvpirveli

იტვირთბა....