ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ უნდა გქონდეს დეგრადირებული პოლიტიკური კეთილსინდისიერება, რომ… – რას წერს გოგა ხაინდრავა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ახლახან რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის მეოთხე პუნქტი მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, ასევე სხვა ქვეყნებს, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. ამ კონტექსტში ვლადიმერ კარა – მურზასთან ერთად ნახსენებია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. რეზოლუციაში ჯამში 14 შესწორება შევიდა. მიხეილ სააკაშვილი რეზოლუციის მეოთხე პუნქტშია ნახსენები.

აღნიშნულს, რეჟსორის გოგა ხაინდრავა ტვიტერზე ეხმიანება.

„როგორ უნდა გქონდეს დეგრადირებული პოლიტიკური კეთილსინდისიერება, გონიერება და ზნე, რომ რეზოლუციაში, რომელიც ევროპის ხალხების უსაფრთხოებასა და მომავალს ეხება, უკრაინაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უკრაინელი ერის ტრაგედია კრიმინალ და ტაკიმასხარა სააკაშვილს გაუთანაბრო! „შინ ევროპიწკენ“, – წერს ხაინდრავა.

 

იტვირთბა....