“მთელი ღამე და მთელი დილა მტერი ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას, , მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას.” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტებს მხოლოდ სამართლიანი სასჯელი ელის, უკრაინელებს კი გამარჯვება.
„მთელი ღამე და მთელი დილა მტერი ატერორებს მშვიდობიან მოსახლეობას. კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავები და რაკეტები უტევს მთელ უკრაინას. კიევში საცხოვრებელი კორპუსები იყო დარტყმის ქვეშ. მტერს შეუძლია ჩვენს ქალაქებზე თავდასხმა, მაგრამ ის ვერ შეძლებს ჩვენს გატეხას. ოკუპანტები მიიღებენ მხოლოდ სამართლიან სასჯელს და მომავალი თაობების დაგმობას და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი

