ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, საკუთარ სახლში გადაასვენეს – ფოტოები

უკრაინაში 10 ოქტომბერს დაღუპული ქართველი მებრძოლი,  ედიშერ კვარაცხელია სამეგრელოში, წალენჯიხაში საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

კვარაცხელია 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის წევრი იყო. ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა, იყო ასევე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე.

ქართველ, 44 წლის მებრძოლს მოსახლეობა გზადაგზა უკრაინის და საქართველოს დროშებით დახვდა.

„წალენჯიხა თავის გმირს დახვდება!

უკრაინაში თავისუფლებისათვის ბრძოლას შეწირულ მორიგ გმირს ედიშერ კვარაცხელიას მერიის წინ დაშვებული სახელმწიფო დროშით ორი ქვეყნის ჰიმნითა და საქართველო-უკრაინის დროშით დავხვდებით!“,- წერს ვიცე-მერი, თამარ ბელქანია.

იტვირთბა....