ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში 9 000-მდე რუსი სამხედრო განლაგდება. ჯარების საერთო რეგიონალური დაჯგუფების განთავსებაზე რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები 10 ოქტომბერს შეთანხმდნენ.
“ბელარუსიაში რუსი სამხედროებით პირველი სამხედრო ეშელონების ჩამოსვლა დაიწყო. რომლებიც შედიან სუგ-ის შემადგენლობაში. გადაადგილებას რამდენიმე დღე დასჭირდება. საერთო რაოდენობა 9000-ზე ცოტათი ნაკლები იქნება”, – დაწერა თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში.
ალექსანდრე ლუკაშენომ 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბელარუსი და რუსეთი ქმნიან ჯარების ერთობლივ “რეგიონულ დაჯგუფებას”, რომლის საჭიროება „განპირობებულია უკრაინის ტერიტორიიდან მოსალოდნელი დარტყმების საფრთხით“.

