ახალი ამბები მედია მთავარი

რეესტრმა გაჩეჩილაძეს დირექტორად დარეგისტრირებაზე უარი მეორედ უთხრა

საჯარო რეესტრის საიტზე ჩანს, რომ პირველად სარეგისტრაცო წარმოების ვადის დინება 10 თებერვალს შეჩერდა, შეჩერების აღმოსაფხვრელად დამატებით წარმოადგინეს სარეგისტრაციო დოკუმენტი 11 თებერვალს. დღეს კიდევ ერთი დოკუმენტი შეიტანეს და დღესვე რეესტრმა არ აღმოფხვრა შეჩერების საფუძველი.

მოგვიანებით მის აღმოსაფხვრელად კიდევ ერთი დოკუმენტი წარადგინეს.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც „მაესტროს“ 55%-ის და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა, მან თანამდებობიდან გაათავისუფლა მოქმედი დირექტორი ბაია გადაბაძე და მის ადგილას თავისი ძმა ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა. თუმცა საჯარო რეესტრი მის ამ გადაწყვეტილებას არ აკმაყოფილებს.

იტვირთბა....