ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ ბავშვმა თავისი საქციელით მაგალითი დაგვანახვა, როგორები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ” – კონსტანტინე ზარნაძე მარიტაზე

საკრებულოს დეპუტატმა კოტე ზარნაძემ, „იმედი LIVE-ის“ ეთერში, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასა და დაღუპულ მარიტა მეფარიშვილზე ისაუბრა.

“მარიტას ოჯახისთვის ყველაზე დიდი ნუგეში არის ის, რომ გაზარდა შვილი, რომელმაც მეგობრისთვის პირდაპირი მნიშვნელობით თავი გაწირა. როდესაც მამამისი ვნახე, გადავეხვიე და ვკითხე, როგორ შეძელი ასეთი ბავშვის, ასეთი შვილის გაზრდა მეთქი. მითხრა, მე რა გავზარდე, მეც მაოცებდა თავისი საქციელებით, ისეთი გოგონა იყოო. ეს მთელ საქართველოს დაანახა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მარიტას სახელი დარჩება ჩვენს ქალაქში, ამაზე ყველა ერთად ვიზრუნებთ, რომ მარიტას კვალი არ წაიშალოს და მეგობრობის, ერთგულებისა და იმ ყველაფრის სიმბოლო იყოს, რაც დღეს ძალიან გვაკლია, სამწუხაროდ. ამ ბავშვმა თავისი საქციელით მაგალითი დაგვანახვა, როგორები უნდა ვიყოთ და როგორ უნდა ვიცხოვროთ ყველამ ერთად“, – განაცხადა ზარნაძემ.

შეგახსენბთ, 13 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა, მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.

იტვირთბა....