უკრაინელმა დამცველებმა ერთ საათში 11 ირანული კამიკაძე დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ტელეგრამ არხზე იტყობინება.
„უკრაინის სამხრეთით, რუსები კიდევ ერთხელ თავს დაესხნენ „შაჰედ-136“-ით უკრაინას. სამხრეთის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა ერთ საათში 11 ირანული კამიკაძე დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეროვნული გვარდიისა და უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ნაწილებმა უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს.

