ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დამპალმა და ნაძირალა რუსებმა ამ დილით ისევ დაბომბეს კიევის ცენტრი” – რას წერს პეტრიაშვილი უკრაინის ომზე-

პოლიტიკოსი და ტელეწამყვანი ბუკა პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად გვიზიარებს. ამჯერადაც, პეტრიაშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სალამი მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი #BDN მოვიდა ახალი ამბებით!
მართალია, ხერსონი- მიკოლაევის მიმართულებაზე კვლავ საინფორმაციო დუმილის რეჟიმია, მაგრამ საოკუპაციო რეჟიმმა დაიწყო ხერსონიდან ე.წ. “სახელმწიფო დაწესებულებების” და მისი თანამშრომლების გაყვანა. ხალხსაც კვლავ მოუწოდებენ დატოვონ ხერსონი! ხალხის გასვლა კარგია, იმიტომ რომ ჩვენს გაუმარსებს გაეხსნებათ ბოლომდე ხელფეხი! ველოდებით ამბებს ხერსონიდან!
დონეცკის ბახმუტზე მიდის ბრძოლები! ჩვენებმა ბოლო დღეებში წარმატებული მიკრო კონტრიერიშებიც განახორციელეს! ასე რომ ბიშტს მიიღებს ურდო და არა ბახმუტს!
ლუჰანსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე ძირითადად პოზიციური ბრძოლები და არტილერისტების დუელი მიმდინარეობს!
დამპალმა და ნაძირალა რუსებმა ამ დილით ისევ დაბომბეს კიევის ცენტრი, დნიპრო, მიკოლაევი და სუმის ოლქი.
ირანული კამიკაძე შაჰიდი დრონები სერიოზული პრობლემაა რაოდენობრივი თვალსაზრისით! გუშინ ჩვენებმა კი ჩამოაგდეს 11 ცალი შაჰიდი, მაგრამ სათანადო საჰაერო თავდაცვის სისტემებია საჭირო დროულად!!!!!!
ესპანეთი და საფრანგეთი გადაცემენ მომცრო ზომის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ჩვენებს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი!
ამას თუ დავუმატებთ იმასაც, რომ ირანი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებასაც აპირებს ურდოსთვის, ჰსთ სისტემების უსწრაფესად მიწოდება ხდება ნომერ პირველი პრიორიტეტი!
როგორც იქნა პირველი მერცხალი გამოჩნდა ისრაელიდან! დევნილთქ მინისტრის განცხადებით, ირანის რუსეთის მხარეზე დგომა აღარ ტოვებს კითხვებს, უნდა დაეხმაროს თუ არა ისრაელი უკრაინას თავდაცვაში! დიდი ხნის წინ იყო ეგ გადასაწყვეტი, მაგრამ ახლაც მნიშვნელოვანი იქნება!
ნატო იწყებს დღეს ბირთვული შეკავების ვარჯიშებს!
ევროკავშირი კი იწყებს სანქციების მე-9 პაკეტის განხილვას!
უკრაინა გაიმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბოროტების იმპერია დაიმსხვრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს პეტრიაშვილი.

იტვირთბა....