ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინი საომარი მოქმედებების ნებისმიერ პაუზას უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევისთვის გამოიყენებს – ISW

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოიყენებს ომის ნებისმიერ პაუზას, რათა მოემზადოს უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ექსპერტების ანგარიშში.

ISW-ის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინასთან მიმართებაში გეგმები შეცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა ან სიტუაციის სხვა დროებითი დარეგულირება.

ექსპერტები ამბობენ, რომ მოსკოვი საომარი მოქმედებების ნებისმიერ შეჩერებას თავისი მიღწევების გასაძლიერებლად და პუტინის სასარგებლოდ ფრონტის ხაზის გასაყინად გამოიყენებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმა მოამზადოს.

იტვირთბა....